თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ


ავტორი
Front News საქართველო
პროექტი “ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად თბილისის 36-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და სამხედრო ისტორიის, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, თავდაცვის ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტს “ჩვენი ჯარი“ თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტი თბილისისა და საქართველოს რეგიონების მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს.
თაგები:
ჩვენი ჯარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს