თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს


ავტორი
Front News საქართველო
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს, მისი გმირობის ისტორია გაიხსენეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ.
2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007-2011 წლებში მსახურობდა.
თაგები:
არჩილ ტატუნაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს