თავდაცვის ძალებში ფრენბურთის ტურნირი ეროვნული გვარდიის გამარჯვებით დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების დარბაზში ფრენბურთის ტურნირი დასრულდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს მე-2 ქვეითი ბრიგადა და ეროვნული გვარდია დაუპირისპირდა, სადაც გამარჯვება ეროვნულმა გვარდიამ მოიპოვა, მესამე ადგილზე კი, მე-4 ქვეითი ბრიგადა გავიდა.
ფინალურ თამაშს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, თავდაცვის ძალების და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ტურნირის ფარგლებში ინდივიდუალურ და გუნდურ კატეგორიებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და მათ შესაბამისი მედლები გადაეცათ. გამარჯვებულმა გუნდმა კი, გუნდური თასიც მოიპოვა.
ფრენბურთის ტურნირი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შორის 7 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებიდან 10 გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს თავდაცვის ძალებში სპორტული ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მზადყოფნის გაუმჯობესებასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას უწყობს ხელს.
თაგები:
თავდაცვის ძალები

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა