თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა შვიდი წლისაა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დაარსებიდან შვიდი წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება DIB სკოლაში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სკოლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ასევე, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის ქსელის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მოიპოვა, რაც ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმულ კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ მელქაძემ კი, სკოლის სამომავლო განვითარების გეგმებზე ისაუბრა, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და DIBS-ის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის უწყებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს შეიქმნა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. სკოლის მისიაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
თაგები:
თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს