თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა რამშტაინის ფორმატში 25 მაისს გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა რამშტაინის ფორმატში 25 მაისს გაიმართება. საუბარი იქნება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ ყურადღება გამახვილდება უკრაინის სამხედრო დახმარებაზე.
“თვითმფრინავები, ტანკები, საბრძოლო მასალები – ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა მან.
დანილოვის თქმით, რამშტაინის ფორმატში შეხვედრები უწყვეტად გაიმართება, სანამ უკრაინა არ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.
პენტაგონის ინფორმაციით, შეხვედრა დაიწყება უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრით. პრიორიტეტულ საკითხებად რჩება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სამხედრო საბრძოლო მასალის მიწოდება, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია F-16-ის მომზადებაზე.
თაგები:
ალექსეი დანილოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს