თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს სტუმრობს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. მინისტრი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებს ეწვია. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და დასავლეთის სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს სამხედრო ქვედანაყოფების საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა სიმონეთის საველე ბანაკი დაათვალიერა, გაეცნო სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსა და ბაზის ინფრასტრუქტურას. უწყების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ უფროსი ლეიტენანტის მუხრან შუკვანის სახელობის პოლიგონზეც, სადაც მცირეკალიბრიანი შაშხანებიდან საცეცხლე სწავლებას დაესწრნენ.
დღესვე, ირაკლი ჩიქოვანი მე-3 ქვეით ბრიგადაშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის სტრუქტურის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ მოხსენება მოისმინა. მან ყაზარმები, სპორტული დარბაზი, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა