თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.
მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს კონტრიბუციაზე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს