Logo

თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილდა. 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები