თავდაცვის მინისტრი ისრაელის კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ისრაელის კომპანია “ელბიტის" წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სსსტც „დელტას“ ბაზაზე ადგილობრივი ვაზნების საწარმოს შექმნის პროცესსა და წარმოების განვითარების პერსპექტივებზე.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყვია-წამლის საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს რესურსების დაზოგვას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ასევე განხილულ იქნა საქართველოში ერთობლივი სამხედრო წარმოების დანერგვისა და განვითარების გეგმები.
თაგები:





