
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მეორე დღეა აქტიურად არის ჩართული.
ცეცხლის ქრობის სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღესაც პირადად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე კიდევ ერთხელ ჩავიდა და უშუალოდ მოინახულა ცეცხლის ქრობის პროცესი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ. ამჟამად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა ახორციელებს.
სამხედროები სპეციალური ტექნიკის – მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს