
ავტორი
Front News საქართველო
სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
დღეს დაღუპულთა პატივის მისაგებად სამებაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელძღვანელი პირებთან ერთად იმყოფებოდნენ და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. სამებაში იმყოფებოდა ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირიდან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა. აფხაზეთის ომში მებრძოლ კონსტანტინე ანდრიაძეს ხვალ, დიღომში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ხოლო უკრაინელ სამხედროს სამებიდან სამშობლოში, ქალაქ ლვოვში გადაასვენებენ, მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. ნეშტების ამოცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად განხორციელდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს