Logo

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრას დაესწრო

პოლიტიკა
1564
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სასულიერო პირებთან საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის “21-ე საუკუნე“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ეკლესიის ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლას. 

 

გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის თანამშრომლობაზე ნატოსთან სამხედრო კუთხით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ალიანსის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც დადებითად ფასდება ნატოსა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ. 

 

თელავში გამართულ ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდერ ვანიკოვი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები