თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
პროექტ “ჩვენი ჯარის” ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სტუდენტებთან შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.
სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ალტერნატიულ ვადებზე, ჯარისკაცის მოვალეობებისა და, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებზე. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების ოფიცრებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო კარიერული განვითარების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.
თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი – “ჩვენი ჯარი” მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თაგები:
ჩვენი ჯარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა