
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ავსტრიელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა არნოლდ კამელს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებს. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციას, ძალისხმევასა და იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არნოლდ კამელი თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლაში (DIBS) „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა და ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თაგები:
ლელა ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს