
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.
უწყების ხელმძღვანელმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად აჭარის რეგიონში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრმა ადგილზე უკვე გარემონტებული ანგარი დაათვალიერა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ბაზაზე ამჟამად არსებული სასადილოს კაპიტალური რემონტი და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ბაზის ტერიტორიაზე უკვე გარემონტდა სპორტული დარბაზი, რომელიც უახლესი სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი, ასევე, მოეწყო სველი წერტილები. ამ ეტაპზე სტადიონის კეთილმოწყობა და ბალახის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული
სამუშაოები წელს დასრულდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს