თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი აშშ-ში სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად გააცილა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ისინი „საჰაერო ძალების თამაშებში“ (Air Force & Marine Corps Trials) მიიღებენ მონაწილეობას. პარასპორტსმენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გააცილეს. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვეს.
“საჰაერო ძალების თამაშები“ აშშ-ში, ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე გაიმართება. სპორტულ ასპარეზობაში საქართველოს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი მეორედ მონაწილეობს. პარასპორტსმენები, მეგობარი ქვეყნების დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებთან ერთად, სპორტის 8 სახეობაში (მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, პნევმატური პისტოლეტითა და შაშხანით სროლა, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ველოსპორტი, ცურვა, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე) იასპარეზებენ.
სპორტული თამაშების მიზანია, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პრობლემების დაძლევის გამოცდილების გაზიარება, თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.
თაგები:
დაჭრილი სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა