თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის ელჩს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაზი გაესვა ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებიც.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს