
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰადას ესტერ მეიცადს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა, ისრაელს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს