თავდაცვის მინისტრმა რეზერვთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში რეზერვის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე შიდა შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ცვლილებები კანონპროექტებში, რაც თავდაცვის შიდაუწყებრივ აქტებშიც აისახება.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
მინისტრმა განმარტა, რომ რეზერვის მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები არ განხორციელდება, არამედ რეზერვის სისტემა რეალობას მოერგება.
მან, ასევე აღნიშნა, რომ რეზერვის კუთხით უწყებაში სამუშაო ჯგუფის ფორმატში ექსპერტები საფუძვლიანად მსჯელობენ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


