Logo

თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის ელჩს უმასპინძლა

საზოგადოება
1027
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აბდულა ალ-მუტაირთან შეხვედრა გამართა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა. 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა.

თაგები:

Advertisement