
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დედაქალაქის მერია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
“ტელეკომპანია პირველი“ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას.
ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია მზადყოფნას გამოხატავენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ საფლავის მოპირკეთება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს