თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო, – ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო




