თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს. გრიგოლ გიორგაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბავშვებს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით ფასიანი ვაუჩერები და ტკბილეულის კალათები გადასცეს.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს „მაკნატუნა“ დაესწრნენ.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა