თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები “ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობისთვის ემზადებიან


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდი კანადაში დაგეგმილ “ძლიერთა თამაშებისთვის“ (Invictus Games 2025) აქტიურად ემზადება.
სამხედროები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის სპორტულ და სატრენაჟორო დარბაზებში სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. პარასპორტსმენების ნაწილი საერთაშორისო ასპარეზობისთვის ბაკურიანში ემზადება.
წელს “ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 პარასპორტსმენით წარდგება. დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცები სპორტის ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, ბიატლონი, კერლინგი და თხილამურით სრიალი.
“ძლიერთა თამაშები“ კანადაში – ვანკუვერსა და ვისტრელაში 6-17 თებერვალს გაიმართება, სადაც 25 ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო პარასპორტული ასპარეზობის ისტორიაში წელს ერთდროულად პირველად იმართება ზამთრისა და ზაფხულის ტურნირები. „ძლიერთა თამაშები“ 2014 წლიდან გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგის პრინც ჰარის პატრონაჟით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში“ 2014 წლიდან წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვს უმაღლესი სინჯის მედლები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს