თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის შვედეთის წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩატარდა.
შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მონაწილეებს მათ სისტემაში არსებული გამოცდილება, შეიარაღებულ ძალებში მხილების ფუნქცია, მამხილებლის დაცვა, დისციპლინური კანონმდებლობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.
სემინარს შვედეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ჰამპე კლაინი და უორენტ ოფიცერი ანდერს პალსონი უძღვებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში გამოცდილების გაზიარებას მომავალშიც გეგმავს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს