თავდაცვის სამინისტროს კლუბი “არმია” ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს კლუბმა “არმიამ“ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში გაიმარჯვა. “არმიამ” მოწინააღმდეგე “სპორტუნი” ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ფუტსალის ლიგის თასის ფინალში თავდაცვის სამინისტროს კლუბი “არმია” პირველად გავიდა.
ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გულშემატკივართა შორის იყვნენ ქართველი ჯარისკაცებიც.
თამაშის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება ყოველ წელს იმართება და ტურნირში უმაღლესი ლიგის გუნდები მონაწილეობენ.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს