თავდაცვის სამინისტროს ლატვიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტით ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ლატვიის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.
გრიგოლ გიორგაძემ ლატვიის მხარეს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მრავალწლიანი პარტნიორობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც ლატვიელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს