
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოწყობილ პოსტამენტზე გმირების უკვდავსაყოფად ხელნაწერი ხსოვნის წიგნი განთავსდა.
წითელი ლენტი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გაჭრეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
ხსოვნის წიგნში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა მონაცემებია შესული.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს