
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო-მოსამსახურეებისათვის როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე შესაბამისი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობას.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დახმარებით გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.
თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩოხელმა და სსიპ “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გაბრიაძემ მოაწერეს.
თაგები:
მემორანდუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს