თავდაცვის სამინისტროში გენერალ ბრედ ნიკოლსონს უმასპინძლეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის არმიის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრედ ნიკოლსონი იმყოფება. ამერიკელ გენერალს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ გენერალს აშშ-ის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მხარეებმა აშშ-ის უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის სარდლობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმდინარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში სარდლობის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელების პროგრესს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა