თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროში, აშშ-ის გაერთიანებული სპეციალური ოპერაციების უნივერსიტეტის (JSOU) ორგანიზებით, საინფორმაციო ოპერაციების თემაზე სემინარი ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო ოპერაციების კურსის დახურვის ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ლელა ჩიქოვანმა სემინარში ჩართულ უწყების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა მსმენელებისთვის გაეცნო აშშ-ს სამხედრო დოქტრინალური მიდგომა კრიზისული სიტუაციების, ინტენსიური და დაბალი ინტენსივობის საინფორმაციო კამპანიების აღსრულებისას, ასევე სამხედრო საინფორმაციო ოპერაციების უპირატესობის მოპოვების ხერხები და მეთოდები.
სემინარი ამერიკის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის (SOCEUR) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების 17 წარმომადგენელი, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობნენ.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს