თავდაცვის უწყებამ ომში დაღუპული გმირების შვილებს ბაკურიანში უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა 4 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში დაისვენეს.
“სამთო-სათხილამურო კლუბი “იქსტრიმის“ დახმარებით, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებმა სპორტული, გასართობი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობები განახორციელეს. პროექტის დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების შვილები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაბაძემ მოინახულა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს