თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.
აგვისტოს ომის გმირების სახელზე აგებულ ტაძარში 2008 წელს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და საქართველოს წინაშე მათი ღვაწლი გაიხსენეს. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და 2008 წლის ომში დაღუპული ჯარისკაცის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით აშენდა.
თაგები:
აგვისტოს ომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს