თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პროექტ “დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
მონაწილეებს პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერებისგან წიგნები, მედალიონები, სერტიფიკატები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
“დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა და მოსწავლე-ახალგაზრდობის საქართველოს ისტორიით დაინტერესებას ისახავს მიზნად. შიდასასკოლო ტურებიდან ფინალის ჩათვლით, პროექტში 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს საგანმანათლებლო ტურებში მონაწილეობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს