“თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვიდეომიმართვით ეხმაურება.
"შეერთებული შტატებსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აერთიანებს და არც ერთია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიყვარული.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ვფიქრობთ პრესაში მომუშავე ქალებსა და კაცებზე, რომლებიც თავისი სიცოცხლისა და კარიერის ფასადაც კი დიდ ძალისხმევას იჩენენ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ და ინსტიტუტები და ლიდერები ანგარიშვალდებულნი გახადონ.
ქართული და ამერიკული კონსტიტუციები უზრუნველყოფს პრესის თავისუფლებას, რომ ცენზურის შიშის გარეშე გავაშუქოთ ახალი ამბები და გამოვხატოთ ჩვენი შეხედულებები.
თავისუფალი პრესა დემოკრატიის ქვაკუთხედია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება, რათა მათ უსაფრთხოდ გააგრძელონ საქმიანობა.
ასე რომ, დღეს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, პატივისცემა გამოვხატოთ მედიისადმი, ჩვენი თავისუფლების სადარაჯოზე მათ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის“,- აცხადებს კელი დეგნანი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს