“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად არის საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის კურსის ერთგული”

ავტორი
Front News საქართველო
ასოცირების შეთანხმების შესრულება და კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად არის საქართველო ერთგული ევროპასთან ინტეგრაციის კურსისა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იქნება საუბარი.
"გვექნება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება სასაუბრო ეკონომიკურ ნაწილში, პირველ რიგში ეს არის შავი ზღვის გამავალი მარშრუტები და ჩვენი უკეთესი კავშირები ევროპულ პორტებთან. ჩვენ დღესაც გარკვეული საბორნე მარშრუტები გაგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად საკმარისი იმისთვის, რომ უფრო უკეთესად ვივაჭროთ ევროკავშირთან, რომელიც დღეს ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მიმართულება ეს არის უფრო სრული ათვისება ევროკავშირის ბაზრის ახალი პროდუქციის ჯგუფების შერჩევა, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავეხმარებით შეაღწიონ ევროკავშირში, ევროკავშირის ბაზარზე", – განაცხადა ნათია თურნავამ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


