Logo

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ჟურნალისტების აქცია

საზოგადოება
370
Frontnews image description

“თავისუფლება მზია ამაღლობელს” – ამ მოთხოვნით ჟურნალისტებმა აქცია გამართეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან, სადაც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა.

ჟურნალისტებმა ადგილზე მზია ამაღლობელის სურათი და სხვადასხვა შინაარსის ბანერები მიიტანეს.

მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი კოლეგა მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეა.

ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს კობახიძესთან ახლოს მისვლის საშუალება არ მიეცათ.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

Advertisement