Logo

თავისუფლების მოედანზე აქცია დასრულდა

პოლიტიკა
533
Frontnews image description

თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია დასრულებულია. აქციის დასასრულს შეკრებილ მოქალაქებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ მიმართა. 

 

“ძალიან მშვიდად,  როგორც შევიკრიბებთ, ახლა უნდა დავიშალოთ. დავუბრუნდეთ ჩვენ-ჩვენ სახლებს, ჩვენ-ჩვენ ოჯახებს და მოვემზადოთ 30 ოქტომბრისთვის. და 30 ოქტომბრის შემდეგ, რას გავაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ, ბუნებრივია,  ეს კომუნიკაცია გვექნება. ახლა კი,  მინდა მეგობრებს ვთხოვო, საქართველოს ჰიმნი ერთად ვიმღეთოთ”,  – განაცხადა მელიამ.  

 

აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

Advertisement