“თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ გირჩიო: თქვენ შვილსაც იგივე რომ არ მოუვიდეს, დროა განარიდო სიტუაციას”


ავტორი
Front News საქართველო
გოგი წულაიას ციხიდან წერილს ავრცელებს, რომელშიც ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს მიმართავს და ურჩევს შვილი მის გარემოცვას განარიდოს.
"მინდა მივმართო ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს: ჩვენ არ გვიმეგობრია, მაგრამ როგორც თანამებრძოლს გამიხარდა, როცა მისი შვილი პირველად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ახლა ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა და ერთ-ერთი გავლენიანი პირი ქართულ პოლიტიკაში. მინდა შეგახსენო, რომ ზვიადიც მისმა გარემოცვამ დაანგრია, ისევე როგორც შევარდნაძე, სააკაშვილი და ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ძველი კოლეგა და თანამებრძოლი, თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ გირჩიო: თქვენ შვილსაც იგივე რომ არ მოუვიდეს, დროა განარიდო სიტუაციას, თორემ მალე მისივე გარემოცვა დაღუპავს. ვისაც რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება, ის თავად გაურბის და მოხალისეებს ეძებს, რომ აჰკიდოს ძალიან მძიმე ტვირთი, ხომ ხედავთ თავად ბიძინაც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად გაიწია გვერდით.
და ბოლოს, მინდა დავასრულო ჯორჯ ბერნარდ შოუს გენიალური სიტვებით – "ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია", – აღნიშნულია წერილში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს