
ავტორი
Front News საქართველო
“ლელო საქართველოსთვის” წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კომპანია “ინტერ რაოსთან” საარბიტრაჟო დავა წააგო და ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის 76 მილიონი დოლარის სახდელი დაეკისრა.
“13 თებერვალს ქალაქ ვაშინგტონში, შეერთებულ შტატებში, საარბიტრაჟო დავაში “ინტერ რაო” საქართველოს წინააღმდეგ, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს მთავრობას მოუგო დავა და 76 მილიონი დოლარი დააკისრა სახდელი ხელშეკრულების არალეგალურად მოშლისთვის.
ეს არის მორიგი მაგალითი საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად, ამ შემთხვევაში კალაძის უვიცობის და არაკომპეტენტურობის სახელმწიფოს მართვის საქმეში.
ეს ხელშეკრულება მოიშალა ერთი მიზეზის გამო, “ქართულ ოცნებას” თავისი პოპულისტური დაპირება შეესრულებინა ნაწილობრივ და გარკვეული კატეგორიის მომხმარებლებისთვის ტარიფი მაშინ დაწიეს და ეს ხელშეკრულება ამისთვის მოშალეს. სამაგიეროდ ამ ტარიფმა იმ წლის ბოლოსვე ისევ იმატა და მას შემდეგ შეუქცევლად ძვირდება. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელები დაახლოებით 300 მილიონი ლარით იზარალებენ და პლუს საქართველოში არ განხორციელდა 600 მილიონი ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია”, – განაცხადა დათუნაშვილმა.
თაგები:
ლელო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს