“თბილისი პრაიდი” – მოვითხოვთ, მთავრობამ საჯაროდ განაცხადოს, რომ დაიცავს “თბილისი პრაიდის” კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას

ავტორი
Front News საქართველო
“თბილისი პრაიდის” საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაიცვას კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება.
კვირეული 28 ივნისს იხსნება და 2 ივლისს სრულდება, ამასთან, არ ტარდება ღირსების მარში და ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეშია დაგეგმილი.
“წელს ძალიან შეგნებულად და გააზრებულად მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საზოგადოების პოლარიზაციისა და განსაკუთრებით ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე, არ ვატარებთ ღირსების მარშს, პრაიდკვირეულის ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პრორუსული და ძალადობრივი პარტია ალტ-ინფო, ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმევა თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.
მოვითხოვთ: მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს “თბილისი პრაიდის” კვირეულის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
ასევე, უზრუნველყოს საჯაროდ წესრიგის დაცვა, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებსა და მთელ ქალაქში.
მოვითხოვთ, დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
თაგები:
თბილისი პრაიდი




