“თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევაში ბრალდებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ “თბილისი პრაიდის” ოფისის დარბევაში ბრალდებული სამი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
5 ივლისის ძალადობრივი ქმედებებისათვის დაკავებული, „ალტ-ინფოს“ მიერ ორგანიზებული აქციის 3 წევრი ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომათა დარბაზიდან 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ პატიმრობაში 5 თვე გაატარეს.
მოძალადეთა ჯგუფის ლიდერები 5 ივლისის საქმეზე სხვა დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ.
ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 31 პირი, ამ დროისათვის პატიმრობაში 28 რჩება.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
თაგები:
გირაო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს