Logo

თბილისის აეროპორტში აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

სამართალი
1346
Frontnews image description

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ოკუპანტი ქვეყნიდან რუსული თვითმფრინავის ჩამოსვლას და ფრენების აღდგენას აპროტესტებენ, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს აკავებენ.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 5 ადამიანია დაკავებული, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.

 

მათი დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

რუსული თვითმფრინავის მგზავრმა ქართული “დელეგაციის” წარმომადგენლებმა პუტინს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ფრენების აღდგენა “სახალხო დიპლომატიის” შედეგია და “ქართული ოცნება” არაფერ შუაშია.

Advertisement