
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.
“ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.
თაგები:
უკრაინა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს