Logo

თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

საზოგადოება
270
Frontnews image description

თბილისის განვითარების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ თანამდებობაზე სანდრო ტოგონიძეს ლევან ჯღარკავა შეცვლის.

„კერძო სექტორი სერიოზულ კონკურენციას გვიწევს და სამწუხაროდ, ხდება კადრების გადინება. წარმატება მინდა ვუსურვო სანდროს. მადლობა საქმიანობისთვის. ამ თანამდებობაზე მინდა, წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე დიდუბის გამგებელი იყო, მას დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული, როგორც იყო სანდრო. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით ძველ უბნებში, რადგან ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს ქალაქში, იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება დიდუბის გამგებლის კანდიდატურას მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ იქნება დიდუბის გამგებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თაგები:

Advertisement