თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა.
“კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხოლოდ ამა თუ იმ იდეის ვარიანტულ სხვადასხვაობას წარმოადგენდა. რიგ შემთხვევებში კი, არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის, მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი პირველიდან უნდა მომდინარეობდეს.
გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტების ნაწილი არ ასოცირდებოდა თბილისთან, მის თვალსაჩინოებებთან ან ისტორიასთან, ხოლო ის ნიმუშები, რომლებიც ამგვარ იდეებს გამოხატავდა, დაწუნებული იქნა მხატვრული შესრულების კუთხით ან ჰერალდიკური გამოსახვის წესების დარღვევის გამო.
იხილეთ ნამუშევრები დანართის სახით: https://tbilisi.gov.ge/news/16241
ვინაიდან საკონკურსო განაცხადებით წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ვერ შეირჩა გამარჯვებული ნიმუში, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა, საკონკურსო კომისიამ კი მიიღო გადაწყვეტილება ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე”, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
თაგები:
თბილისის მერია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს