თბილისის მერია აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემის დროებით ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერია თსუსთან მიმდინარე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემის დროებით ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია ვარაზისხევიდან კეკელიძის ქუჩამდე. ასევე, კეკელიძის ქუჩაზე, კეკელიძის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისა და ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანები ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრას შეძლებენ ავალიშვილის და თამარაშვილის ქუჩების გავლით.
მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბაშიძის, ფალიაშვილის, მელიქიშვილისა და ვასილ ბარნოვის ქუჩების გავლით, ხოლო მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი მოძრაობას შეძლებს ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩების გამოყენებით. დროებით შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც.
შესაბამის მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვაკის პარკიდან გადაინაცვლებენ ყაზბეგის გამზირზე, დაუკავშირდებიან პეკინის გამზირსა და გმირთა მოედანს, გააგრძელებენ მოძრაობას მარჯვენა სანაპიროზე და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს. შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ დადგენილი მარშრუტების შესაბამისად. იმავე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით სვლისას. რაც შეეხება N385, N387 და N397 ავტობუსებს, ისინი მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს