
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერია პეკინის გამზირის N41-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დროებით, სასტუმროში განათავსებს, შემდეგ კიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, 14 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დღესვე, სასტუმრო „თბილოტელში“ გადაიყვანს.
პირველადი ინფორმაციით, ხანძარი 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია და 18-მდე ბინა დააზიანა.
"თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება ექნება, სასტუმროში დააბინავებს და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს. პროცესში თბილისის მერიის, საბურთალოს გამგეობისა და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული", – აცხადებენ თბილისის მერიაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს