თბილისის მერია – ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად


ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული საკითხების გადამოწმება შესაძლებელია უწყების პრესსამსახურთან. ასევე, შეგიძლიათ, დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22″, – აცხადებენ მერიაში.
თაგები:
მეტრო