
ავტორი
Front News საქართველო
დედაქალაქის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები ვაკის პარკის ტრაგედიიასთან დაავშირებით კახა კალაძის გადადგომას მოითხოვენ.
შეკრებილები გეგმავენ, რომ მერს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს გახსნა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს